ჩემ შესახებ
გამარჯობა! მე ვარ ნინა, პირველი პროფესიით მარკეტერი, მეორე, შედარებით ახალი პროფესიით – სერტიფიცირებული ფიტნეს პერსონალური ტრენერი, Nina Be Fit გვერდის ავტორი და ასევე, კომპანია Altersock-ის თანადამფუძნებელი. მაქვს ISSA-ს (International Sports Sciences Association) პერსონალური ტრენერის სერთიფიკატი და ასევე ვარ EPTI-ის (European Personal Training Institute) Advanced Personal Trainer Diploma-ს კანდიდატი.
2.5 წელია რაც დავიწყე რეგულარულად ვარჯიში და მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა. მჯერა რომ ვარჯიშს და ჯანსაღი ჩვევების შეტანას ჩვენს ცხოვრებაში დიდი და პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია როგორც ჩვენი ფიზიკური, ასევე ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისათვის.
ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო ვარჯიში და დავანახო, რომ ცხოვრების წესში პატარ-პატარა, სწორი ცვლილებების შეტანით დიდი შედეგების მიღწევა შეიძლება.