წესები და პირობები

  • ninabefit-ის ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს ჩვენი სავარჯიშო და კვების პროგრამები, ასევე შეიძინოს სავარჯიშო პროდუქცია და ისარგებლოს სახლში მიტანის სერვისით;
  • გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ან უცხოური ბანკების ბარათების მეშვეობით. გადახდა ხდება წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება;
  • ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქტს თან ახლავს ფოტო და დეტალური აღწერილობა. პროდუქტის შეძენამდე კარგად გაეცანით პროდუქტის აღწერილობას და შინაარსს;
  •  საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება;
  • თუ თქვენ არ გსურთ, რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე არსებული ონლაინმაღაზიით და გადაიხადოთ ბარათით, ან გსურთ ანგარიშსწორება მოახდინოთ ალტერნატიული მეთოდებით – ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის ან პოს. ტერმინალებიდან თანხის შეტანის გზით, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენი სოციალური მედიის არხებით Facebook & Instagram

 

ნივთის გადაცვლა/თანხის უკან დაბრუნება:

  • თუკი მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული პროდუქტზე მითითებული აღწერილობისგან, კომპანია საკუთარი ხარჯებით, ნივთს უკან დაიბრუნებს და მომხმარებელს მიუტანს ახალ, დაუზიანებელ პროდუქციას, ან მომხმარებლის სურვილის მიხედვით, დაიბრუნებს ნივთს და თანხას სრულიად აანაზღაურებს.
  • იმისთვის, რომ მოხდეს დაზიანებული ნივთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება, ამანათის მიღების მომენტში უნდა მოხდეს ნივთის დათვალიერება. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი იმავე დღეს უნდა დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მეშვეობით nina@altersocks.ge ან მოგვწეროთ სოციალური მედიის არხების მეშვეობით ( facebook.com/ninabefit ), წარმოადგინოს დაზიანებული ნივთის ფოტოები. ფაქტის შესწავლის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.

 
შეკვეთის გაუქმება და ცვლილება

  • შემოსული შეკვეთა, მიმღების მისამართის თუ შეკვეთის მიღების დროის მიხედვით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამ, სანამ გადაეცემა საკურიერო კომპანიას, მუშავდება კომპანიის მიერ. თუ მომხმარებელს სურს შეკვეთის გაუქმება, არსებულ შეკვეთაში პროდუქტის დამატება, ამოკლება ან გადაცვლა, უნდა დაგვიკავშირდეს და თუ ამანათი უკვე არ იქნება ჩაბარებული საკურიერო კომპანიისთვის, მოხდება შესაბამისი ცვლილებები. თუ ამანათი უკვე იმყოფება საკურიერო კომპანიის საწყობში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იქნება;



    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკაბრენდი შეკვეთის დეტალებს, კლიენტის მონაცემებს (მისამართს, ტელეფონის ნომერს, ბარათის მონაცემებს, სახელსა და გვარს) არ გადასცემს მესამე პირს.

www.ninabefit.com არის კომპანიის ოფიციალური ვებგვერის მისამართი. მხოლოდ ამ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენისას ვრცელდება ეს პირობები, სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროდან შეძენისას, კომპანია არ ადგენს მიტანის პირობებს და წესებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ირ. აბაშიძის ქ. 24ა
nina@altersocks.ge
591409070

 

დახურვა
დახურვა

Sign in

დახურვა

კალათა (0)

Cart is empty No products in the cart.