13%
6 კვირიანი მთელი ტანის პროგრამა + წინაღობის სარტყელი
შეიძინე 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა და სავარჯიშო წინაღობის სარტყელი ერთად, და დაზოგე 10 ლარი. ამ ნაკრებით მიიღებ 6 კვირაზე გაწერილ, დეტალურ სავარჯიშო პროგრამას და ულამაზეს, ხევსურულ ორნამენტებიან სავარჯიშო წინაღობის სარტყელს, რომელიც ძალიან გამოგადგება როგორც სახლში, ისე დარბაზში სავარჯიშოდ.
რა შედის:
- 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა, რომელიც გადმოგეგზავნება ელექტრონული ფორმით, შედგება 35 გვერდისგან და მოიცავს თითოეულ კვირაზე გაწერილ ვარჯიშებს, კვირაში 3 სავარჯიშო სესიით და ასევე სასარგებლო რჩევებს ვარჯიშთან და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
- პროგრამას მოყვება ყველა ვარჯიშის საჩვენებელი ვიდეო-ბმული დეტალური აღწერით, რომ ზუსტად ნახო როგორ სრულდება თითოეული ვარჯიში და სწორად გაიმეორო.
- წინაღობის სარტყელი, რომელიც დაგჭირდება პროგრამით ვარჯიშისას
- დაგამატებ დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მხოლოდ ის ადამიანები არიან გაწევრიანებული, ვისაც ნაყიდი აქვს ჩემი სავარჯიშო/კვების პროგრამა და სადაც ვდებ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ვარჯიშებთან დაკავშირებით, ვპასუხობ კითხვებს, წევრები ვაზიარებთ რჩევებს, პროგრესს, ვამხნევებთ ერთმანეთს და ა.შ. (შეძენის შემდეგ მეილზე მოგივა ბმული, რომლითაც შეძლებ, რომ დაემატო დახურულ ფეისბუქ ჯგუფში) მიწოდება:
- სავარჯიშო პროგრამას გადახდისთანავე მიიღებ მეილზე
- წინაღობის სარტყელს მოგიტანთ მითითებულ ვადებში
( თბილისი: 1-2 სამუშაო დღე, რეგიონი: 4-5 სამუშაო დღე)
₾65.00 ₾75.00
არ არის მარაგში