6 კვირიანი მთელი ტანის პროგრამა + ინდივიდუალური კვების შედგენა
შეიძინე 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა და ინდივიდუალური კვების შედგენა ერთად, იმისათვის რომ მაქსიმალურად ეფექტურად მიაღწიო შენს მიზანს, იქნება ეს წონაში დაკლება, შენარჩუნება, მომატება, სხეულის ფორმების შეცვლა თუ ზოგადად, ჯანსაღი ჩვევების შეტანა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვარჯიში და სწორად შერჩეული კვების პროგრამა ორივე უმნიშვნელოვანესია ამ მიზნების მისაღწევად.
რა შედის:
- 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა, რომელიც გადმოგეგზავნება ელექტრონული ფორმით, შედგება 35 გვერდისგან და მოიცავს თითოეულ კვირაზე გაწერილ ვარჯიშებს, კვირაში 3 სავარჯიშო სესიით და ასევე სასარგებლო რჩევებს ვარჯიშთან და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
- პროგრამას მოყვება ყველა ვარჯიშის საჩვენებელი ვიდეო-ბმული დეტალური აღწერით, რომ ზუსტად ნახო როგორ სრულდება თითოეული ვარჯიში და სწორად გაიმეორო.
- პროგრამას მოყვება ვარჯიშამდე შესასრულებელი გახურების და ვარშის შემდეგ შესასრულებელი გაწელვების საჩვენებელი ვიდეოები.
- სავარჯიშო პროგრამა არის გაწერილი ისე რომ დატვირთვა და ვარჯიშების სირთულე ნელ-ნელა, ყოველკვირეულად იმატებს, რომ შენ ეტაპობრივათ მიეჩვიო ვარჯიშს და გქონდეს დინამიური პროგრესი.
- ინდივიდუალურად გაწერილი და შენს მიზანზე მორგებული კვების პროგრამა, მაკრო ნუტრიენტების ოპტიმალური გადანაწილებით და პერსონალურად შენთვის დათვლილი დღიური კალორიებით.
- პირველადი ონლაინ კონსულტაცია ჩემთან (30 წუთი), სადაც გავივლით ყველა ძირითად საკითხს შენს კვებასთან დაკავშირებით, და მოგცემ სპეციალურ რეკომენდაციებს.
- ყოველკვირეული მინი ონლაინ კონსულტაცია ჩემთან, რომ ვიცოდე როგორ მიდის პროგრესი.
- დაგამატებ დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მხოლოდ ის ადამიანები არიან გაწევრიანებული, ვისაც ნაყიდი აქვს ჩემი სავარჯიშო/კვების პროგრამა და სადაც ვდებ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ვარჯიშებთან დაკავშირებით, ვპასუხობ კითხვებს, წევრები ვაზიარებთ რჩევებს, პროგრესს, ვამხნევებთ ერთმანეთს და ა.შ. (შეძენის შემდეგ მეილზე მოგივა ბმული, რომლითაც შეძლებ, რომ დაემატო დახურულ ფეისბუქ ჯგუფში)
მიწოდება: - სავარჯიშო პროგრამას გადახდისთანავე მიიღებ მეილზე.
- ამ ნაკრების შეძენიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდები ტელეფონით, რომ შეგითანხმო კვების ონლაინ კონსულტაციის შენთვის სასურველი დრო.
₾150.00