12%
6 კვირიანი მთელი ტანის პროგრამა + კვების შედგენა + წინაღობის სარტყელი + ჰანტელები
შეიძინე 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა, ინდივიდუალური კვების შედგენა, სავარჯიშო წინაღობის სარტყელი და ერთი წყვილი 3 კგ-იანი ჰანტელები ერთად, და დაზოგე 30 ლარი. ამ ნაკრებით მიიღებ 6 კვირაზე გაწერილ, დეტალურ სავარჯიშო პროგრამას, შენს მიზნებზე მორგებულ კვების პროგრამას, ულამაზეს, ხევსურულ ორნამენტებიან სავარჯიშო წინაღობის სარტყელს და ორ ცალ 3 კგ-იან ჰანტელს.
რა შედის:
- 6-კვირიანი მთელი ტანის სავარჯიშო პროგრამა, რომელიც გადმოგეგზავნება ელექტრონული ფორმით, შედგება 35 გვერდისგან და მოიცავს თითოეულ კვირაზე გაწერილ ვარჯიშებს, კვირაში 3 სავარჯიშო სესიით და ასევე სასარგებლო რჩევებს ვარჯიშთან და ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით.
- პროგრამას მოყვება ყველა ვარჯიშის საჩვენებელი ვიდეო-ბმული დეტალური აღწერით, რომ ზუსტად ნახო როგორ სრულდება თითოეული ვარჯიში და სწორად გაიმეორო.
- ინდივიდუალურად გაწერილი და შენს მიზანზე მორგებული კვების პროგრამა, მაკრო ნუტრიენტების ოპტიმალური გადანაწილებით და პერსონალურად შენთვის დათვლილი დღიური კალორიებით.
- პირველადი ონლაინ კონსულტაცია ჩემთან (30 წუთი), სადაც გავივლით ყველა ძირითად საკითხს შენს კვებასთან დაკავშირებით, და მოგცემ სპეციალურ რეკომენდაციებს.
- წინაღობის სარტყელი, რომელიც დაგჭირდება პროგრამით ვარჯიშისას
- ჰანტელები, 3-3კგ., ერთი წყვილი.
- დაგამატებ დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მხოლოდ ის ადამიანები არიან გაწევრიანებული, ვისაც ნაყიდი აქვს ჩემი სავარჯიშო/კვების პროგრამა და სადაც ვდებ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის ვარჯიშებთან დაკავშირებით, ვპასუხობ კითხვებს, წევრები ვაზიარებთ რჩევებს, პროგრესს, ვამხნევებთ ერთმანეთს და ა.შ. (შეძენის შემდეგ მეილზე მოგივა ბმული, რომლითაც შეძლებ, რომ დაემატო დახურულ ფეისბუქ ჯგუფში)
მიწოდება:
- სავარჯიშო პროგრამას გადახდისთანავე მიიღებ მეილზე
- ჰანტელებს და წინაღობის სარტყელს მოგიტანთ მითითებულ ვადებში ( თბილისი: 1-2 სამუშაო დღე, რეგიონი: 4-5 სამუშაო დღე)
- ამ ნაკრების შეძენიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდები ტელეფონით, რომ შეგითანხმო კვების ონლაინ კონსულტაციის შენთვის სასურველი დრო.
₾225.00 ₾255.00
არ არის მარაგში
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.